უეფა - საქართველოს შეუძლია იამაყოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობით #1TVSPORT
„ფუტსალი ევრო 2022: რას უნდა მიაქციოთ ყურადღება“, – ამ სათაურით გამოქვეყნდა წერილი უეფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც მოახლოებული ჩემპიონატის ფავორიტებისა და დებიუტანტების მიმოხილვაა.
უეფა-მ ცალკე გამოარჩია საქართველოს ფუტსალის ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე თავისი არსებობის ისტორიაში პირველად იასპარეზებს:
„ფინალურ ეტაპის გაფართოებამ საშუალება მისცა ოთხ გუნდს, ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო გამოსვლის უფლება მოეპოვებინა, რაც რეკორდული ციფრია. ოთხი წლის წინ, ერთადერთი დებიუტანტი საფრანგეთი იყო – ისინი შემოვარდნენ სცენაზე, ესპანეთს აჩერებდნენ და აზერბაიჯანი შეავიწროვეს. თუმცა, ამჯერად „ლე ბლუ“ აღარ იქნება მას შემდეგ, როდესაც საქართველომ ნოკაუტში ჩააგდო და ტურნირის დებიუტანტი თავად გახდა. მათი ნახვა ღირს, რადგან ჯგუფში ესპანეთთან და აზერბაიჯანთან მოხვდნენ“, – ვკითხულობთ წერილში.
უეფა-ს ვებგევრდმა საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა გამოარჩია:
„საქართველოს შეუძლია იამაყოს შემადგენლობით, რომელშიც არიან ძალიან გამოცდილი მეკარე ზვიად კუპატაძე და ცენტრი ელისანდრო, ასევე ნიჭიერი რონინიო, თალესი, არჩილ სებისკვერაძე და ახლახან გამოძახებული ვილიანი“.