უეფა-სა და კონმებოლ-ის ახალი პროექტი - ერთა ლიგას სამხრეთ ამერიკის ნაკრებები დაემატებიან #1TVSPORT
უეფა სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციასთან (CONMEBOL) თანამშრომლობას იწყებს. ეს ორი ორგანიზაცია გეგმავს – ერთა ლიგის გათამაშება გადააქციოს მსოფლიოს მინი-ჩემპიონატად. ამ ნაბიჯით უეფა-სა და CONMEBOL-ს გადაწყვეტილი აქვთ შეეწინააღმდეგონ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) გეგმას – ყოველ ორ წელიწადში ჩაატაროს მსოფლიოს ჩემპიონატი.
ერთა ლიგის რეფორმა 2024 წელს ჩატარდება. გეგმის მიხედვით, სამხრეთ ამერიკის ექვსი გუნდი შეუერთდება A ლიგას, ოთხი – B ლიგას.
მხარეები უახლოეს თვეებში დაიწყებენ დეტალების განხილვას. ცნობილია, რომ ყველა მატჩის ჩატარება ევროპაში იგეგმება.