მონაკოში დასრულდა უეფა-ს გალა-წარმოდგენა, რომელზეც 2017-2018 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინეს.
ყველა ნომინაციაში მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა გაიმარჯვეს:
საუკეთესო მეკარე – კეილორ ნავასი
საუკეთესო მცველი – სერხიო რამოსი
საუკეთესო ნახევარმცველი – ლუკა მოდრიჩი
საუკეთესო ფორვარდი – კრიშტიანუ რონალდუ.
ბოლო და მთავარი ნომინაცია – „უეფა-ს ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელი” მოდრიჩმა მოიგო. მან აჯობა რონალდუსა და „ლივერპულის“ ფორვარდ მოჰამედ სალაჰს.