უეფა-ს რეიტინგი - ქართულმა კლუბებმა ბოლო წლებში ყველაზე ცოტა ქულა დააგროვეს #1TVSPORT
უეფა-ს რეიტინგი - ქართულმა კლუბებმა ბოლო წლებში ყველაზე ცოტა ქულა დააგროვეს #1TVSPORT

საქართველოს წარმომადგენლებიდან ევროთასებს მხოლოდ ერთი კლუბი, გორის „დილა“ შემორჩა, მაგრამ უეფა-ს  საკლუბო რეიტინგი მცირედით მაინც გაუმჯობესდა.

გასული სეზონის რეიტინგში საქართველო 47-ე ადგილზე იყო, წელს კი 7.625 ქულა აქვს, 46-ზე გადავიდა და ესტონეთს (7.207) გადაასწრო. საქართველომ მიმდინარე ევროსეზონში 1.250 ქულა მოიპოვა. გამარჯვებაზე 0.250 ქულა იწერება, ფრეზე – 0.125, ხოლო წაგებაზე – არაფერი.

საქართველოს საკლუბო რეიტინგში ყველაზე მეტი ქულა გორის „დილამ“ და ქუთაისის „ტორპედომ“ შესძინეს – ორივემ 0.500, ხოლო „დინამო თბილისმა“ და ბათუმის „დინამომ“ მხოლოდ 0.125 ქულა დააგროვეს.

ეს ბოლო ხუთ წელიწადში (რეიტინგი ბოლო ხუთი სეზონით ითვლება) მოპოვებული ყველაზე ცოტა ქულაა. ყველაზე მეტი 2019/20  წლის სეზონში მოვიპოვეთ – 2.250. ცხადია, 1.125 ქულა რეიტინგში პროგრესისთვის საკმარისი არაა. ქულების მაჩვენებლის გაუმჯობესება ახლა მხოლოდ გორის „დილას“ შეუძლია, რომელიც კონფერენს ლიგის მესამე წრეში კვიპროსის „აპოელს“ დაუპირისპირდება.

არიან ქვეყნები, რომლებსაც სერიოზული წინსვლა აქვთ. კოსოვო ევროთასებზე 2018/19 წლის სეზონიდან მონაწილეობს და ხუთ სეზონში მოპოვებული ქულებით გადაგვასწრო (36-ე ადგილი). სომხეთს 32-ეა, ხოლო ლატვია 33-ე.

საქართველოზე უკეთეს პოზიციას იკავებენ – ფარერის კუნძულები (39), ისლანდია (42), ლუქსემბურგი (44) და მალტა (45).