უეფა-ს პრეზიდენტი - სუპერლიგა თითქოს მხსნელად გვევლინება, მაგრამ ფეხბურთს დაასამარებს #1TVSPORT
უეფა-ს პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა კიდევ ერთხელ მკაცრად გააკრიტიკა სუპერლიგის იდეა და აღნიშნა, რომ ეს პროექტი ფეხბურთისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს.
„ადამიანების გარკვეული ჯგუფი ცდილობს, რომ 70-წლიანი ისტორია გათელოს. მათ სურთ წარატებული ევროპული საფახბურთო მოდელის შეცვლა. თითქოს მხსნელებად გვევლინებიან, მაგრამ სინამდვილეში ფეხბურთს დაასამარებენ. თავი მსხვერპლად მოაქვთ, მაგრამ მტაცებლები არიან. მონპოლიასა და ერთიანობას შორის სხვაობას ვერ ხედავენ.
მათ სიხარბე ამოძრავებთ – მეტი ფული, მეტი კაპიტალი, მეტი პრესტიჟი. გულშემატკივრებმა კარგად იციან, რომ ევროპის სუპერლიგის იდეა ფიფქიას მოწმლულ ვაშლს ჰგავს. თუმცა ფეხბურთს ვერ იყიდი, ვერ იყიდი ოცნებას, ფასეულობებს“, – აცხადებს უეფა-ს პრეზიდენტი.