უეფა-ს პრეზიდენტი - ძველი და კეთილი ფეხბურთი მალე დაბრუნდება
უეფა-ს პრეზიდენტი - ძველი და კეთილი ფეხბურთი მალე დაბრუნდება

უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა ფეხბურთში არსებულ სიტუაციასა და კორონავირუსთან ბრძოლაზე ილაპარაკა.

„ჩვენ ვხედავთ, რამდენად სუსტი ყოფილა სამყარო, თუ ამგვარმა სიტუაციამ შეძლო მისი სრულად დესტაბილიზირება. ფეხბურთი დადებითი ენერგიისგან შედგება და სანამ ის არ დაბრუნდება, ადამიანები ვერ მიხვდებიან, რომ სიტუაცია ნორმალურ კალაპოტში ჩადგა“, – თქვა ჩეფერინმა.

„ფეხბურთი შეიცვლება, მაგრამ სულ ცოტა ხნით. მან ადრეც გადაიტანა ომები და ეპიდემიები. ძველი და კეთილი ფეხბურთი სულ მალე დაბრუნდება. ჩვენ გვინდა, რომ ეს, რაც შეიძლება მალე მოხდეს, მაგრამ, პირველ რიგში, ყველაფერი დამოკიდებული იქნება სახელმწიფო ორგანოებზე. სულ ახლო მომავალში მატჩებს ისევ ვიხილავთ, ოღონდ დახურულ არენებზე და ყველანაირი სამედიცინო მოთხოვნების დაცვით. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ყველაფერს პოლიტიკა წყვეტს და არა სპორტი“, – დაამატა ჩეფერინმა.