უეფა-ს პრეზიდენტი - არავინ იცის, როდის დასრულდება ეს ყველაფერი
უეფა-ს პრეზიდენტი - არავინ იცის, როდის დასრულდება ეს ყველაფერი

უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა შეაფასა ევროპის ქვეყნების ჩემპიონატებში სეზონების განახლების ალბათობა.

„არავინ იცის, როდის დამთავრდება ეს ყველაფერი. ჩვენ გვაქვს მოვლენათა განვითარების რამდენიმე გეგმა. უეფა მუდმივ კონტაქტშია ლიგებთან, მხოლოდ ლოდინი გვრჩება. ჯერჯერობით უცნობია, როგორ წარიმართება მატჩები განახლების შემდეგ – მაყურებლებით ან მათ გარეშე. ვერ წარმომიდგენია მატჩები მაყურებლების გარეშე, მაგრამ თუ სხვა არჩევანი არ იქნება, უმჯობესია სეზონი დასრულდეს.

შესაძლოა, სეზონი განახლდეს მაისში ან თუნდაც ივლისის ბოლოს. თუ არ გამოვა, მაშინ სეზონი დაკარგული იქნება. არავინ იცის, როდის დასრულდება პანდემია. შევეცდებით, ყველასთვის საუკეთესო გადაწყვეტილება ვიპოვოთ“, – თქვა ჩეფერინმა.