უეფა-ს მწვრთნელთა განათლების კურსის მესამე მოდული გაიმართა #1TVSPORT
უეფა-ს მწვრთნელთა განათლების კურსის მესამე მოდული გაიმართა #1TVSPORT

საქართველოში უეფა-ს მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის მესამე მოდული გაიმართა, რომლის ორგანიზატორი ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტი იყო.

კურსის მსმენელებმა ინფორმაცია რამდენიმე თემის შესახებ მიიღეს. კურსი როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილისგან შედგებოდა. მოდულში მონაწილეობდნენ მოწვეული ექსპერტები – საფეხბურთო ფიტნესის სპეციალისტი ოთარ საბანაძე და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი ანალიტიკოსი ირაკლი ჩიტაური.

უეფა-ს მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და ექვს ეტაპთან ერთად, საგამოცდო მოდულს მოიცავს. A ლიცენზიის კურსზე 20 მონაწილე ირიცხება. სასწავლო პროგრამის დასრულების და გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მსმენელებს უეფა-ს საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.

უეფა-ს მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსი სრულ შესაბამისობაში მოდის უეფა-ს მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან. ამ ლიცენზიის მფლობელებს უეფა-ს ზონის ქვეყნებში უმაღლესი დივიზიონის კლუბებში მუშაობის უფლება ენიჭებათ.