უეფა-ს მხრიდან სანქციების შემთხვევაში, „ბარსელონა“ აზიაში თამაშს აპირებს #1TVSPORT
უეფა-ს მხრიდან სანქციების შემთხვევაში, „ბარსელონა“ აზიაში თამაშს აპირებს #1TVSPORT

„ბარსელონა“, რომლის მიმართაც გრძელდება გამოძიება მსაჯების სავარაუდო მოსყიდვის („ნეგრეირას საქმე“) საქმეზე, შესაძლო ნაბიჯებს გეგმავს იმ შემთხვევისთვის, თუ კლუბს დამნაშავედ გამოაცხადებენ.

უეფა პარალელურ გამოძიებას აწარმოებს და თუ „ბარსელონას“ ბრალს დაუმტკიცებენ, კლუბს, სავარაუდოდ, ევროტურნირებიდან ერთწლიან დისკვალიფიკაციას მისცემენ. გამოცემა Onze-ს ინფორმაციით, კატალონელები სწავლობენ სხვა კონტინენტებზე, პირველ რიგში, აზიაში თამაშის შესაძლებლობას.

„ბარსელონა“ ასევე ფიქრობს სხვა ევროპულ ლიგაში თამაშს, თუ ის სანქციებს მიიღებს ესპანეთში, თუმცა, ასეთი საკითხი თავდაპირველად კლუბის შიგნით კენჭისყრაზე უნდა დადგეს.

„ბარსელონას“ პოზიცია „ნეგრეირას საქმეზე“ უცვლელია: კლუბი უარყოფს რაიმე კანონდარღვევას. ელოდებიან, რომ გამოძიება რამდენიმე თვე გაგრძელდება, სასამართლო პროცესის დასრულებამდე კი შეიძლება წლები გავიდეს.