უეფა-ს კონფერენსლიგის მონაწილე „იბერიამ“ ამხანაგურ შეხვედრაში სომხური გუნდი „არმია“ დაამარცხა #1TVSPORT
უეფა-ს კონფერენსლიგის მონაწილე „იბერიამ“ ამხანაგურ შეხვედრაში სომხური გუნდი „არმია“ დაამარცხა #1TVSPORT

თბილისის „იბერია“, რომელიც უეფა-ს კონფერენსლიგისთვის მზადებას აგრძელებს, ამხანაგურ შეხვედრაში სომხურ გუნდს, „არმიას“ (ბკმა) დაუპირისპირდა და 2:0 გაიმარჯვა.

ილია კოკაიას სახელობის თბილისის ზღვის ბაზაზე გამართულ ტესტმატჩში ლევან კორღალიძის გუნდი უპირატესობას ფლობდა. შეხვედრაში გოლების გატანა გიზი მამაგეიშვილმა და ირაკლი სიხარულიძემ მოახერხეს.

აღსანიშნავია, რომ გუნდმა სლოვაკურ „ზლატე-მორავცეში“ იჯარით გაშვებული მოთამაშეები – გიორგი ჯინჯოლავა და იური ტაბატაძე დაიბრუნა, ასევე დაიმატა საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე გიორგი მაკარიძე.

„იბერია“ (ძირითადი შემადგენლობა): მაკარიძე, ჯინჯოლავა, ჯგერენაია, აგიაკვა, ი. ტაბატაძე, შ. ნონიკაშვილი, ქარდავა, გ. მამაგეიშვილი, კოხრეიძე, მამაცაშვილი, სილა.