უეფა-ს ექსპერტი - საქართველოს მალე მწვრთნელთა პროფესიონალი თაობა ეყოლება #1TVSPORT
„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უეფა-ს მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის კურსის მესამე მოდული გაიმართა. ორგანიზატორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტი გახლდათ და უეფა-ს მოწვეული ექსპერტი გენადი სკურტული უძღვებოდა.
სფფ-ს ცნობით, ძირითადი განსახილველი თემები იყო ანალიზი, ეროვნული ნაკრების ანალიზის მოდელი, სათამაშო ეპიზოდების გარჩევა და მათი მოედანზე განხორციელება. სასწავლო პროცესი თეორიულ და პრაქტიკულ მუშაობას მოიცავდა.
Pro ლიცენზია უეფას- სამწვრთნელო განათლების სტრუქტურაში უმაღლესი საფეხურია და აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოში უკვე მესამედ იმართება. სწავლება ორწლიან პერიოდზეა გადანაწილებული და მოიცავს პრაქტიკულ და თეორიულ სამუშაოებს. სასწავლო პროცესი ასევე მოიცავს საგანმანათლებლო ვიზიტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ლიცენზიის მაძიებელი მწვრთნელები უახლეს ინფორმაციებს როგორც ქართველი ასევე უცხოელი ინსტრუქტორებისგან იღებენ.
სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, საფეხბურთო სპეციალისტებს უმაღლესი კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზია გადაეცემათ. პროექტი ფეხბურთი ფედერაციის ორგანიზებით და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
„მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უეფა-ს მწვრთნელთა განათლების მიმართულების მაღალ დონეზე განვითარებისა და ორგანიზების გამო. კურსში მონაწილე მწვრთნელები მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოიყენებენ საკუთარ კლუბებში მუშაობისას. Pro ლიცენზიის კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ ქართულ ფეხბურთის მწვრთნელთა ახალი, პროფესიონალი თაობა ეყოლება“, – განაცხადა უეფა-ს ექსპერტმა, გენადი სკურტულმა.
ზაზა ზამთარაძე, სფფ-ის ტექნიკურმა დირექტორი: „მწვრთნელთა განათლება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გამართული კურსები, უეფა-ს კონვენციით რეგულირდება და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს სტანდარტებს სრულად შეესაბამება. უეფა-ს მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის აღნიშნულ კურსზე 16 მონაწილე ირიცხება. მათ შორის ერთი, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი სალომე ხუბულურია“.