უეფა-ს ახალ რეიტინგში რვა ქართული კლუბი მოხვდა - საუკეთესო „დინამო თბილისია“ #1TVSPORT
უეფა-მ 2023/24 წლების სეზონის საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც 422 საუკეთესო კლუბი მოხვდა. ბოლო წლებში ევროთასებზე წარუმატებელი გამოსვლის მიუხედავად, სიაში რვა ქართული კლუბი მაინცაა.
ქართულ კლუბებში საუკეთესო პოზიციაზე, 175-ე ადგილზე „დინამო თბილისია“. სამეულში შედიან ბათუმის „დინამო“ (262) და „საბურთალო“ (287). საინტერესოა, რომ 405-ე ადგილზეა საჩხერის „ჩიხურა“, რომელიც საქართველოს ლიგა 3-დანაც გავარდა, მაგრამ წარსულში ევროთასებზე შედარებით ნორმალური გამოსვლების ხარჯზე, დღემდე სიაშია.
ქართული კლუბების რეიტინგი:
175. „დინამო თბილისი“
262. „დინამო ბათუმი“
287. „საბურთალო“
307. გორის „დილა“
356. ქუთაისის „ტორპედო“
395. „ლოკომოტივი“
404. „გაგრა“
405. საჩხერის „ჩიხურა“