უეფა-ს აღმასკომმა არ დასაჯა სუპერლიგის ინიციატორი გუნდები #1TVSPORT
უეფა-ს აღმასკომმა არ დასაჯა სუპერლიგის ინიციატორი გუნდები #1TVSPORT

პარასკევს, ნიონში უეფა-ს აღმასკომის სხდომა გაიმართა. ვარაუდობდნენ, რომ ევროპული ფეხბურთის ხელმძღვანელები იმ 12 კლუბის წინააღმდეგ მიიღებდნენ სანქციებს, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ ევროპის სუპერლიგის შექმნის შესახებ გამოაცხადეს. მაგრამ, როგორც გაზეთი AS წერს, უეფა-ს აღმასკომმა გადაწყვიტა არ დაესაჯა ეს გუნდები.

შეგახსენებთ, რომ ევროპის სუპერლიგაში 12 გუნდი გაწევრიანდა – „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლივერპული“, „არსენალი“, „ჩელსი“, „ტოტენჰემი“, „ატლეტიკო“, „ინტერი“, „მილანი“, „იუვენტუსი“, „ბარსელონა“ და „რეალი“, მაგრამ პროექტი ორ დღეში შეაჩერეს.