უეფა რუსეთისა და უკრაინის მატჩის შესახებ - ორივე გუნდისგან მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ სამართლიან თამაშს ველით #1TVSPORT
უეფა-ს პრესსამსახურმა ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის მოახლოებულ ნახევარფინალში რუსეთისა და უკრაინის ნაკრებების პრინციპულ მატჩთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
„უეფა-ს 2014 წლის საგანგებო კომიტეტის გადაწყვეტილება უზრუნველყოფდა, რომ უკრაინისა და რუსეთის ნაკრებებს არ უნდა ეთამაშათ ერთმანეთთან გასაგები მიზეზების გამო. ეს არ ეხება ტურნირების პლეი ოფების და კონკრეტულად, ევროპის ფუტსალის ჩემპიონატს. ამრიგად, მატჩი განრიგის მიხედვით წარიმართება“, – წერია უეფას განცხადებაში.
ევროპული ფეხბურთის სახლი ორივე მხარეს სპორტული პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებს.
„უეფა ელის ორივე გუნდის სამართლიან თამაშს როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ნიდერლანდების საორგანიზაციო კომიტეტი, უეფა-ს მხარდაჭერით, ყველაფერს აკეთებს ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ამასთან დაკავშირებით მუშაობს უსაფრთხოების კონკრეტული გეგმების განხორციელებაზე“, – წერია უეფა-ს განცახდებაში.