უეფა ქართველ მსაჯებს ენდო - კიკაჩეიშვილი 19-წლამდელთა ევრო 2022-ის ნახევარფინალს განსჯის #1TVSPORT
ქართველი მსაჯები მესამე მატჩს განსჯიან სლოვაკეთში მიმდინარე 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელიც დასასრულს უახლოვდება.
უეფა-ს გადაწყვეტილებით, ინგლისისა და იტალიის 19-წლამდე ნაკრებების ნახევარფინალური მატჩის მთავარი მსაჯი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება, ხოლო მის პირველ ასისტენტად დავით გაბისონია დაინიშნა.
თუმცა ტრადიციული ფორმატი არ შედგა და ქართველ არბიტრებთან ერთად, მატჩზე ლიეტუველი მსაჯები იმუშავებენ. შეხვედრა 28 ივნისს, სენეცში გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ გოგა კიკაჩეიშვილმა და დავით გაბისონიამ 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, სლოვაკეთი – იტალიის და ინგლისი – ისრაელის 19-წლამდე ნაკრებების მატჩებზე იმუშავეს.