უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია განაგრძობს ევროპის ჩემპიონატის 2021 წელს ჩატარებაზე ფიქრს.
„ჩვენ ისევ გვრჩება ტურნირის 12 ქალაქში გამართვის იდეა. ცხრა ქალაქი უკვე მზად არის, დანარჩენებზე კი არსებობს კითხვის ნიშნები. მზად ვარ მათ განსახილველად. თუ არ გამოვა 12 ქალაქში თამაში, სავსებით შესაძლებელია იყო ცხრა, ან თუნდაც რვა“, – განაცხადა ჩეფერინმა.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ იტალიამ, ესპანეთმა და დანიამ, შესაძლოა უარი თქვან ევროპის ჩემპიონატის მატჩების ჩატარებაზე.
უეფა-მ 17 მარტს გამოაცხადა ევრო 2020-ის ერთი წლით გადადების შესახებ. ტურნირის ჩატარება 2021 წელს, 11 ივნისიდან 11 ივლისამდე იგეგმება.