ბრატისლავაში უეფა-ს 42-ე კონგრესი მიმდინარეობს.
სლოვაკეთის დედაქალაქში შეკრებილ დელეგატებს სიტყვით ალექსანდრე ჩეფერინმა მიმართა.
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტის თქმით, შეკრებილ საზოგადოებას აქვს იმის ძალა, რომ მომავლის ფეხბურთის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი შეასრულოს.
„ორგანიზაცია მზადაა, ევროპული ფეხბურთი იმდენად მასშტაბური, რამდენადაც ეს შესაძლებელია და ყველა სხვა სახეობის კონკურენციას გაუძლოს”, – ამბობს ჩეფერინი.
ორგანიზაციის წარმატებების კონკრეტული მაგალითები უეფა-ს ფინანსურმა დირექტორმა იოზეფ კოლერმაც დაასახელა.
„2018 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის თამაშები უკვე წარსულია. ევრუპულმა ქვეყნებმა ეს ტურნირი ამჯერადაც წარმატებით ჩაატარეს, მათ შორის – ფინანსური კუთხითაც. ამ თამაშებიდან ევროპული ქვეყნების შემოსავლებმა ერთ მილიარდ ევროზე მეტი შეადგინა”.