უეფა „მილანს“ ევროთასებიდან გარიცხავს
უეფა „მილანს“ ევროთასებიდან გარიცხავს

უეფა აპირებს მკაცრად დასაჯოს „მილანი“ ფინანსური ფეარ-პლეის დარღვევისთვის.

კლუბს გარიცხავენ 2018-19 წლების ევროპის ლიგიდან და მას 30 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

საბოლოო ვერდიქტს უეფა 25 ივნისს გამოიტანს. ვარაუდობენ, რომ “მილანი” ლოზანაში სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში იჩივლებს, – წერს იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport.

“როსონერის” პრეზიდენტი ლი იონჰონი მოლაპარაკებებს აწარმოებს ამერიკელ ინვესტორებთან, მაგრამ დადებითი შედეგიც ვერ იმოქმედებს უეფას გადაწყვეტილებაზე.

“მილანმა” 2017 წლის ზაფხულში ტრანსფერებზე 191 მილიონი ევრო დახარჯა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდა.