უეფა-მ სიმონ კიაერი და სამედიცინო ჯგუფი დააჯილდოვა ევრო 2020-ზე კრისტიან ერიქსენის გადარჩენისთვის #1TVSPORT
ევრო 2020-ის მთავარი დრამატული მომენტი იყო კრისტიან ერიქსენის ინციდენტი დანიისა და ფინეთის მატჩში – ფეხბურთელს გული გაუჩერდა. ეს ამბავი კარგად დასრულდა – ერიქსენის სიცოცხლე გადაარჩინეს. უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა დააჯილდოვა სამედიცინო ჯგუფი და დანიის ნაკრების კაპიტანი სიმონ კიაერი, რომელმაც ამ რთულ სიტუაციაში ყველას ორგანიზება მოახერხა.
„სწრაფი რეაქციისა და გადაუდებელი დახმარების სამედიცინო სამსახურის მაღალკვალიფიციურობის წყალობით, ერიქსენი გონს მოვიდა და ახლა აღდგენით არის დაკავებული.
ექიმებთან ერთად, ეს პრიზი გაიყო სიმონ კიაერმა. დანიის ნაკრების კაპიტანმა ამგვარი პატივი დაიმსახურა მყისიერი რეაქციითა და ერიქსენის დახმარებისთვის. ასევე ლიდერის გამორჩეული თვისებებით“, – განაცხადა ჩეფერინმა.