უეფა-მ შეიძლება, შეცვალოს რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრების ტურნირებზე დაშვების გადაწყვეტილება #1TVSPORT
უეფა-ს გადაწყვეტილებამ რუსეთის იუნიორთა (17-წლამდელები) ნაკრების ევროპულ ტურნირებზე დაშვებასთან დაკავშირებით დიდი განხეთქილება გამოიწვია ორგანიზაციაში. ამან უეფა-ს პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი დიდ წნეხში მოაქცია და ამიტომაც ის ამ საკითხს ამ კვირას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე დაუბრუნდება.
საკითხი უკვე შეტანილია სხდომის დღის წესრიგში, რომელიც 10 ოქტომბერს გაიმართება. როგორც ბრიტანული გაზეთი The Independent-ი წერს, რუსეთის შესახებ გადაწყვეტილება, შესაძლოა, შეცვალონ.
შეგახსენებთ, რომ უეფა-მ თავისი ეგიდით გასამართ ტურნირებზე დაუშვა რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრები, ოღონდ დროშის, ჰიმნისა და ეროვნული ნაკრების ფორმის გარეშე. გარდა ამისა, გუნდს არ შეეძლება რუსეთის ტერიტორიაზე თამაში.