უეფა-მ ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩებზე დანიშნა #1TVSPORT
უეფა-მ ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩებზე დანიშნა #1TVSPORT

ქართველი მსაჯები უახლოეს დღეებში დაგეგმილი ევროტურნირის მატჩებს მოემსახურებიან, – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

უეფა-ს გადაწყვეტილებით, ქართველი მსაჯები იმუშავებენ ორ შეხვედრაზე, რომლებიც 11 აგვისტოს გაიმართება. ორივე ეს მატჩი კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარდება.

ბრიუსელში, „ანდერლეხტისა“ და ესტონური „პაიდეს“ მატჩის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება. მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ. მეოთხე მსაჯის საქართველოდან იქნება – დავით ხარიტონაშვილი. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

ფარერული „კლაკსვიკისა“ და კოსოვოს „ბალკანის“ მატჩს კი გოგა კიკაჩეიშვილი განსჯის, რომელსაც ასისტენტობას დავით გაბისონია და დავით ჩიგოგიძე გაუწევენ, ხოლო მეოთხე მსაჯად ირაკლი კვირიკაშვილი იმუშავებს. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.