უეფა-მ ქართველი მსაჯები ერთა ლიგაზე მიავლინა #1TVSPORT
უეფა-მ ქართველი მსაჯები ერთა ლიგაზე მიავლინა #1TVSPORT

14 ნოემბერს, ერთა ლიგის შეხვედრას ჩრდილოეთ მაკედონიისა და ლატვიის ნაკრებებს შორის ქართველი მსაჯების მოემსახურნენ.

უეფა-ს გადაწყვეტილებით, C ლიგის შეხვედრა გოგა კიკაჩეიშვილმა განსაჯა, რომელსაც დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია ეხმარებოდნენ. მეოთხე მსაჯი ირაკლი კვირიკაშვილი იყო, ხოლო ვიდეო მსაჯის ასისტენტი – ალეკო აფციაური.

უეფამ 17-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი რაუნდის B2 ჯგუფის მატჩებზე ქართველი არბიტრი ქალები, თეონა სტურუა და ელენე ელოშვილი მიავლინა. 13 ნოემბერს უკრაინა – მოლდოვას მატჩზე თეონა სტურუა მთავარი მსაჯი იყო, ხოლო ელენე ელოშვილი – მისი ასისტენტი.

16 ნოემბერს უკრაინა – მალტის დაპირისპირებაზე სტურუა მეოთხე მსაჯად იმუშავებს, ხოლო 19 ნოემბერი მოლდოვა – მალტას შეხვედრაზე კვლავ მთავარი არბიტრი იქნება და ელენე ელოშვილი ხაზის არბიტრად დაეხმარება.