უეფა-მ ქართველი გამოარჩია - კვარაცხელია „ნაპოლი“-„აიაქსის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშეა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „ნაპოლისა“ და „აიაქსის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიაა – ქართველი თავდამსხმელი საუკეთესოდ უეფა-მ დაასახელა.
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე ტურში ისევ გაიტანა, საგოლე გადაცემა შეასრულა და ამჯერადაც მოედანზე გამორჩეული იყო. მე-16 წუთზე მისი გადაცემის შემდეგ ჯაკომო რასპადორიმ გაიტანა, ხოლო 62-ე წუთზე სტუმართა კარში დანიშნული პენალტი ხვიჩამ უნაკლოდ შეასრულა.
ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე კი ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო სეზონში მშვენიერი სტატისტიკაა – ლიგაზე ჩატარებულ 4 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამას გარდა, 2 პენალტი მოიპოვა.
იტალიურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის 4 ტურის შემდეგ 12 ქულა დააგროვა, პირველ ადგილზეა და A ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე გასვლა ოფიციალურად გაიფორმა.