უეფა-მ გვაღიარა - ბოლო წლებში საქართველო პირველი დებიუტანტია, რომელმაც ევროზე პირველი ორი მატჩი მოიგო #1TVSPORT
უეფა-მ გვაღიარა - ბოლო წლებში საქართველო პირველი დებიუტანტია, რომელმაც ევროზე პირველი ორი მატჩი მოიგო #1TVSPORT

ევრო 2022-ზე საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო – ავთანდილ ასათიანის გუნდმა აზერბაიჯანის შემდეგ ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებიც დაამარცხა (2:1) და ფაქტობრივად, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია.

უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდზე საქართველოს ნაკრების წარმატება აღნიშნეს და გაირკვა, რომ 2010 წლის შემდეგ საქართველოს ნაკრები პირველი დებიუტანტი გუნდია, ვინც ტურნირი ასე კარგად დაიწყო.

„საქართველოს ნაკრების წევრები ვერ მალავენ აღფრთოვანებას. 2010 წელს აზერბაიჯანის შემდეგ ეს პირველი დებიუტანტია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველი ორი მატჩი მოიგო“, – წერია უეფას ვებგვერდზე.

ამავე დროს, მითითებულია, რომ საქართველოს ნაკრებს მეოთხედფინალში გასვლის დიდი შანსი გააჩნია.

„საქართველოს ფინალში მეორე მოგება აქვს და თუ ესპანეთი მოგვიანებით აზერბაიჯანთან არ დამარცხდება, სადებიუტო კამპანიას შემდეგ ეტაპზე გააგრძელებს. ასეთი შედეგი ასევე დაასრულებს ბოსნია-ჰერცეგოვინას შანსებს“, – ვკითხულობთ უეფას ვებგვერდზე.