ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ კლუბების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. უეფა რეიტინგს კლუბების მიერ ბოლო ხუთ წელში ნაჩვენები შედეგების მიხედვით ადგენს.
სიაში პირველზე ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული „მანჩესტერ სიტია“, რომელმაც ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში 2021 წელსაც ითამაშა.
მეორე ადგილზე მიუნხენის „ბაიერნია“, ხოლო მესამე პოზიციას მადრიდის „რეალი“ იკავებს.
რეიტინგის მიხედვით 20 საუკეთესო გუნდი:
1. „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი)
2. მიუნხენის „ბაიერნი“ (გერმანია)
3. მადრიდის „რეალი“ (ესპანეთი)
4. პსჟ (საფრანგეთი)
5. „ლივერპული“ (ინგლისი)
6. „ინტერი“ (იტალია)
7. „ლაიფციგი“ (გერმანია)
8. „ჩელსი“ (ინგლისი)
9. „მანჩესტერ იუნაიტედი“ (ინგლისი)
10. „რომა“ (იტალია)
11. „ბორუსია“ (გერმანია)
12. „ბარსელონა“ (ესპანეთი)
13. „ატლეტიკო“ (ესპანეთი)
14. „სევილია“ (ესპანეთი)
15. „ვილიარეალი“ (ესპანეთი)
16. „იუვენტუსი“ (იტალია)
17. „ნაპოლი“ (იტალია)
18. „ლევერკუზენი“ (გერმანია)
19. „პორტუ“ (პორტუგალია)
20. „ბენფიკა“ (პორტუგალია)