უეფა-მ გამოაცხადა, რომ „რეალს“, „მანჩესტერ სიტისა“ და „ჩელსის“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არ დაუშვებენ #1TVSPORT
უეფა-მ გამოაცხადა, რომ „რეალს“, „მანჩესტერ სიტისა“ და „ჩელსის“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არ დაუშვებენ #1TVSPORT

„რეალი“, „მანჩესტერ სიტი“ და „ჩელსი“, რომლებიც უეფა-ს ნების საწინააღმდეგოდ ევროპის სუპერლიგის პროექტს შეუერთდნენ, ვერ მიიღებენ მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. ამის შესახებ განაცხადა უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა იესპერ მელერმა.

„მადრიდის „რეალი“, „მანჩესტერ სიტი“ და „ჩელსი“ წავლენ. ველოდები, რომ ეს მოხდება პარასკევს. შემდეგ გადავწყვეტთ, როგორ დავასრულოთ ჩემპიონთა ლიგა.

პარასკევს უნდა გაიმართოს აღმასრულებელი კომიტეტის რიგგარეშე სხდომა. ველოდები, რომ 12-ივე კლუბს გარიცხავენ“, – მოჰყავს მელერის სიტყვები CBS Sports-ს.

ამ სამი კლუბის გარიცხვის შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგაზე დარჩება მხოლოდ „პარი სენ-ჟერმენი“. ნახევარფინალში პარიზელებმა უნდა ითამაშონ „მანჩესტერ სიტისთან“, „რეალმა“ „ჩელსისთან“.