უეფა-მ ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური ნაკრები შეადგინა #1TVSPORT
ნიდერლანდების ნაკრების სამი ფეხბურთელი მოხდა ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში. გუნდი შედგენილია უეფა-ს ვებგვერდზე Fantasy Football-ის თამაშის შედეგებზე დაყრდნობით.
სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
მეკარე – ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია);
მცველები – დენზელ დუმფრიზი (ნიდერლანდები), ემერიკ ლაპორტი (ესპანეთი), ტომას მონიე (ბელგია);
ნახევარმცველები – ანდრეი იარმოლენკო (უკრაინა), ჯორჯინიო ვეინალდუმი (ნიდერლანდები), სერდან შაქირი (შვეიცარია), ემილ ფორსბერგი (შვედეთი);
ფორვარდები – პატრიკ შიკი (ჩეხეთი), კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია), მემფი დეპაი (ნიდერლანდები).
ევრო 2020-ის პლეი ოფი 26 ივნისს, უელსისა და დანიის მატჩით გაიხსნება.