უეფა-მ მილიონი ევრო გადარიცხა უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად #1TVSPORT
ევროპის მთავარმა საფეხბურთო ორგანომ – უეფა-მ უკრაინელ ბავშვებს საქველმოქმედო დახმარებისთვის მილიონი ევრო გამოუყო.
„ბავშვები ყველაზე დაუცველები არიან კონფლიქტის დროს. უნდა დავეხმაროთ მათ დაიცვან თავიანთი საბაზო უფლებები, იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე. ევროპული ფეხბურთის სოლიდარობისა და ჩვენი პარტნიორების წყალობით, ჩვენ გვერდში დავუდგებით ბავშვებს, რომლებსაც გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ უკრაინაში“, – განაცხადა უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა.
გარდა ამისა, ორგანიზაცია გამოყოფს 100 ათას ევროს მოლდოვას საფეხბურთო ასოციაციისთვის უკრაინელი ბავშვებისა და ლტოლვილების დასახმარებლად.