უეფა-მ დაამტკიცა საყაიმო ანგარიში ბელგიისა და შვედეთის შეწყვეტილ მატჩში #1TVSPORT
უეფა-მ ვერდიქტი გამოიტანა ბელგიასა და შვედეთს შორის ევრო 2024-ის შესარჩევ მატჩთან დაკავშირებით.
შეხვედრა ბრიუსელში იმართებოდა და პირველი ტაიმის შემდეგ შეწყდა სტადიონთან ახლოს მომხდარი სროლის გამო, რასაც შვედეთის ნაკრების ორი გულშემატკივარი ემსხვერპლა. ამ მიზეზით ორივე გუნდის გულშემატკივრებმა უარი თქვეს მინდორზე დაბრუნებაზე.
უეფა-მ პირველი ტაიმის ანგარიში 1:1 ძალაში დატოვა და მატჩის საბოლოო შედეგად დაამტკიცა. შესაბამისად, გუნდებმა თითო ქულა მოიპოვეს, ხოლო მოთამაშეების მიერ პირველ ტაიმში მიღებული ყვითელი ბარათები ოფიციალურ სტატისტიკაში შევა.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება უკავშირდება გადატვირთულ კალენდარს და F ჯგუფში სატურნირო მდგომარეობას: შვედეთმა უკვე დაკარგა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი, ბელგიამ კი ეს უფლება ვადაზე ადრე გაინაღდა.