უეფა-მ ჩაკვეტაძის თამაშის საუკეთესო მომენტების კოლაჟი გამოაქვეყნა [ვიდეო] #1TVSPORT
უეფა-მ ჩაკვეტაძის თამაშის საუკეთესო მომენტების კოლაჟი გამოაქვეყნა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძისადმი მიღძვნილი საგანგებო ვიდეოკოლაჟი უეფა-ს ოფიციალურმა გვერდმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც კონფერენსლიგაზე ბრატისლავის „სლოვანის“ ქართველი ნახევარმცველის გამორჩეული მომენტებია შეკრებილი.

გიორგი ჩაკვეტაძის „სლოვანი“ კონფერენსლიგას მარტში, „ბაზელთან“ 1/8-ფინალურ შეხვედრაში გამოეთიშა, მაგრამ ქართველი ლეგიონერი ტურნირის საუკეთესო ასისტენტებში მოწინავეთა შორის მოხვდა.

„სლოვანი“ უკვე შეიკრიბა. ამ ეტაპზე გუნდთან ერთად მხოლოდ ჯაბა კანკავა ვარჯიშობს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის გამოძახებული გიორგი ჩაკვეტაძე კი საქართველოს ნაკრებში ემზადება.

სლოვაკურ კლუბში ჩაკვეტაძის იჯარა დასრულდა და ჯერ უცნობია, სად გააგრძელებს გიორგი კარიერას. ბრატისლაველების გენერალურმა დირექტორმა, ივან კმოტრიკ-უმცროსმა განაცხადა, რომ ქართველი შემტევის გამოსყიდვის გეგმაზე ისაუბრა, მაგრამ ჯერ გაურკვეველია ფეხბურთელის ტრანსფერის მფლობელ ბელგიურ „გენტს“ ქართველთან დაკავშირებით რა გეგმები აქვს.