უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე „პარი სენ-ჟერმენთან“ ჩაატარა და 1:4 დამარცხდა.
მატჩის მსვლელობისას ტრიბუნებიდან „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელების მისამართით რასისტული შეძახილები ისმოდა, რის გამოც ფრანგულმა კლუბმა „ბარსელონას“ უეფა-ში უჩივლა.
ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ პარიზელთა საჩივარი დააკმაყოფილა და „ბარსელონა“ 32 000 ევროთი დააჯარიმა. ასევე, კლუბი გააფრთხილა, რომ თუ იგივე რამე გამეორდება, გუნდს ერთი მატჩის ჩატარება მაყურებლების გარეშე მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, „პარი სენ-ჟერმენის“ გარდა, „რეალი“, „ბაიერნი“ და „დორტმუნდი“ გავიდნენ.