უეფა-მ აღიარა მსაჯის შეცდომა, რომელმაც ევრო 2024-ის მეოთხედფინალში ესპანელთა კარში პენალტი არ დანიშნა #1TVSPORT
უეფა-ს სამსაჯო კომიტეტმა აღიარა ენტონი ტეილორის მცდარი გადაწყვეტილება ევრო 2024-ზე ესპანეთისა და გერმანიის ნაკრებებს შორის მეოთხედფინალში. ინგლისელმა არბიტრმა არ დანიშნა პენალტი ესპანეთის კარში. ამის შესახებ წერს გამოცემა Relevo.
ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. 106-ე წუთზე გერმანელთა ნახევარმცველის, ჯამალ მუსიალას დარტყმის შემდეგ ბურთი ხელზე მოხვდა ესპანელ მცველს, მარკ კუკურელიას, მაგრამ მსაჯმა თამაში არ გააჩერა. ეპიზოდში VAR-იც არ ჩაერია.
საბოლოოდ, 119-ე წუთზე მიკელ მერინომ გამარჯვების გოლი გაიტანა და ესპანეთი ნახევარფინალში გავიდა, შემდეგ კი ჩემპიონიც გახდა.