უეფამ, შესაძლოა, ერთი წლით ან მეტი ვადით ჩამოაშოროს ევროტურნირებს „იუვენტუსი“. ამის მიზეზი სუპერლიგის პროექტში აქტიური მონაწილეობა და ფინანსური მაქინაციებია. ეს ინფორმაცია გაზეთმა La Gazzetta dello Sport-მა გაავრცელა.
წყაროს ცნობით, უეფა ელოდება ტურინული კლუბის ახალი მფლობელებისგან უარის თქმას ევროპის სუპერლიგის პროექტზე. ასევე, „იუვენტუსის“ ევროთასებიდან მოკვეთის გადაწყვეტილებაზე შეიძლება იმოქმედოს სასამართლო საქმემ ფინანსურ დარღვევებსა და ფინანსური ფეარ პლეის დარღვევის შესახებ.
რამდენიმე დღის წინ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სააპელაციო სასამართლომ „იუვენტუსი“ სერია A-ში 10 ქულის ჩამორთმევით დასაჯა.
„იუვენტუსი“ 59 ქულით მეშვიდე ადგილზეა სერია A-ს გათამაშების ცხრილში და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის თეორიულ შანსს ინარჩუნებს.