ტურინის „იუვენტუსს“ ევროთასებიდან მოკვეთა ემუქრება. გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიური კლუბი, შესაძლოა, მინიმუმ ერთი წლით ჩამოაშორონ ევროთასების გათამაშებას.
„იუვენტუსი“ ფინანსურ მაქინაციებსა და კაპიტალის ზრდის წესის დარღვევაში ამხილეს. ამის გამო კლუბს 15 ქულა დააკლეს სერია A-ში, მაგრამ რამდენიმე დღის წინ დროებით დაუბრუნეს – საქმის საბოლოო განხილვამდე.
წყაროს ცნობით, უეფა პარალელურად ამ საქმის საკუთარ გამოძიებას აწარმოებს. თუ იტალიის სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას ივნისამდე არ მიიღებს, უეფა-ს პატიოსანი თამაშის კომიტეტი თავად განსაზღვრავს „იუვენტუსის“ სასჯელს ევროთასებზე.