უეფა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქების რაოდენობის შემცირებას გეგმავს
ევროპის საფეხბურთო ასოციაციათა კავშირმა (უეფა) მომავალ წელს დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის ფორმატის შეცვლის თაობაზე მსჯელობა დაიწყო, იტყობინება „დეილი მეილი“. ბრიტანული გამოცემის ცნობით, უეფას შიშობს, რომ ყველა მასპინძელი ქალაქი ვერ იქნება მზად ტურნირის ჩასატარებლად, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2021 წლისთვის გადაიდო.
იტალიის და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციები დარწმუნებულები არ არიან, რომ ისინი კონტინენტის პირველობის მასპინძლობას ღირსეულად შეძლებენ, ვინაიდან ამ ორ ყვეყანას კორონავირუსმა სერიოზული ეკონომიკური ზარალი მიაყენა.
შეგახსენებთ, რომ ევრო-2020 შემდეგ ქალაქებში უნდა გამართულიყო: ლონდონი, მიუნხენი, ბაქო, რომი, სანქტ-პეტერბურგი, ბუდაპეშტი, ბუქარესტი, დუბლინი, კოპენჰაგენი, გლაზგო, ბილბაო და ამსტერდამი.