უეფა არ შეცვლის ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის სახელწოდებას, მიუხედავად იმისა, რომ ტურნირი 2021 წელს გადაიტანეს.
„ტურნირს ერქმევა EURO-2020, მიუხედავად იმისა, რომ ის 2021 წლის ივნის-ივლისში გაიმართება„ – იუწყება ევროპის ფეხბურთის ფედერაციის ტვიტერის გვერდი.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ევროპის ჩემპიონატი ერთი წლით გადაიდო. არსებული გეგმის მიხედვით, ტურნირი 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით 12 ქალაქში ჩატარდება.