უეფა ძალაში ტოვებს რუსული გუნდების საერთაშორისო ტურნირებიდან დისკვალიფიკაციას #1TVSPORT
უეფა ძალაში ტოვებს რუსული გუნდების საერთაშორისო ტურნირებიდან დისკვალიფიკაციას #1TVSPORT

მთავარმა ევროპულმა საფეხბურთო ორგანიზაციამ – უეფა-მ ძალაში დატოვა რუსული კლუბებისა და ნაკრებების საერთაშორისო ტურნირებიდან დისკვალიფიკაცია.

გარდა ამისა, ტერორისტი ქვეყანა ვერ შეძლებს უეფა-ს სუპერთასის მასპინძლობას 2023 წელს ქალაქ ყაზანში, როგორც ეს ადრე იყო დაგეგმილი, – იტყობინება პორტალი Sky News-ი.

ამ გადაწყვეტილებების შესახებ ოფიციალურად ოთხშაბათს გამოაცხადებენ, როცა გაიმართება უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა. მანამდე კი უეფა-ს ხელმძღვანელობას შეხვდებიან რუსეთის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელები და განიხილავენ ქვეყნის ევროპულ ფეხბურთში დაბრუნების შესაძლებლობას. მაგრამ სანდო წყაროს ცნობით, დისკვალიფიკაცია ძალაში დარჩება იქამდე, სანამ რუსები უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებენ.

მომავალ შეხვედრაზე უეფა გეგმავს განიხილოს რუსული ფეხბურთის საერთო მდგომარეობა და მოემზადოს იმისთვის, რომ რუსული გუნდები დაბრუნდნენ ევროტურნირებზე ომის დასრულების შემთხვევაში.