უეფა და კონმებოლი საკონტინენტთაშორისო თასის აღდგენაზე მუშაობენ
უეფა და კონმებოლი საკონტინენტთაშორისო თასის აღდგენაზე მუშაობენ

ევროპული და სამხრეთამერიკული მთავარი საფეხბურთო ორგანიზაციები – უეფა და კონმებოლი, განიხილავენ საკონტინენტთაშორისო თასის აღდგენას, აგრეთვე, ახალი ტურნირის შექმნას, რათა ორი კონტინენტის გუნდებს უფრო ხშირად შეხვედრის საშუალება ჰქონდეთ. ამის შესახებ არგენტინული ინტერნეტრესურსი Varsky Sports იტყობინება.

საკონტინენტთაშორისო თასი, რომელშიც ჩემპიონთა ლიგისა და კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებულები ხვდებოდნენ ერთმანეთს, 2005 წელს გაუქმდა და მისი ადგილი კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატმა დაიკავა. ბოლო წყვილი „პორტუ“-„ონსე კალდასი“ იყო.

მოლაპარაკებების მეორე თემაა – ახალი ტურნირის შექმნა, რომელშიც ერთმანეთს შეხვდებიან ევროპის ლიგისა და კოპა სუდამერიკანას გამარჯვებულები. ეს ამ კონტინენტებზე რანგით მეორე ტურნირებია.