უეფას ხელმძღვანელობამ პოზიტიურად შეაფასა ვიდეოგამეორების სისტემის (VAR) მუშაობა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე, – იტყობინება გაზეთი Times. ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, ორგანიზაცია აპირებს, ახალი ტექნოლოგია ჩემპიონთა ლიგაზეც გამოიყენოს – დაწყებული მეოთხედფინალური ეტაპიდან.
ევროპული ფეხბურთის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ VAR-ის გამოყენება საშუალებას მისცემს თავიდან აიცილოს მსაჯების შეცდომები მთავარი ევროტურნირის გადამწყვეტი მატჩებისას. ასევე ამ საკითხს განიხილავენ სექტემბრის დასაწყისში კლუბების ევროპული ასოციაციის შეხვედრაზე.
უეფამ შეიძლება არბიტრების ვიდეოგამეორების სისტემა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზეც დანერგოს.
ამ გადაწყვეტილების დამტკიცების შემთხვევაში, უეფა უარს იტყვის კარის უკან მდგომ მსაჯებზე. VAR-ის გამოყენებას მხარს უჭერს უეფას სამსაჯო კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი პიერლუიჯი კოლინა.