უეფა-ს ოფიციალურმა გვერდმა ყაზახეთთან გიორგი ჩაკვეტაძის გოლს წერილი მიუძღვნა. „ერთა ლიგაზე“ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ტურნირის პირველი გოლის ავტორი გახდა და ორგანიზაციის ვებგვერდმა უეფა-ს სხვა ტურნირების პირველი გოლების ავტორებიც გაიხსენა.
„საქართველოს ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე უეფა-ს „ერთა ლიგაში“ პირველი გოლის ავტორი გახდა. მან ყაზახეთთან ისტორიული გოლი შეხვედრის 69-ე წუთზე გაიტანა. ბელგიური „გენტის“ ფეხბურთელი ცენტრისკენ გადავიდა და კარის ზედა კუთხეში აუღებელი დაარტყა“- წერს უეფა-ს გვერდი.
ვინ იყო უეფა-ს სხვა ტურნირებზე პირველი გოლის ავტორი?
ზრდასრულთა მამაკაცის ტურნირები
ჩემპიონთა თასი
ჟოაუ ბაპტიშტა მარტინში (“სპორტინგი” ლისაბონი – “პარტიზანი” 3:3, 4 სექტემბერი, 1955)
ევროპის ჩემპიონატი
ანატოლი ილინი (სსრკ-უნგრეთი 3:1, 28 სექტემბერი, 1958)
საკონტინენტთაშორისო თასი
ფერენც პუშკაში (“რეალი” – “პენიაროლი” 5:1, 4 სექტემბერი, 1960)
თასების მფლობელთა თასი
ჰორსტ კოლელი (“ფორვერტსი” ბერლინი – “რუდა ჰვეზდა” 2:1, 1960 წლის 1 აგვისტო)
უეფა-ს თასი
რალფ კოტესი (“კეფლავიკი” – “ტოტენჰემი” 1:6, 14 სექტემბერი, 1971)
უეფა-ს სუპერ თასი (1972 წელს უეფა-ს ეგიდით არ გამართულა)
ლუჩიანო კიარუჯი („მილანი“ – „აიაქსი“ 1:0, 9 იანვარი, 1974)
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (ჯგუფური ეტაპი)
დენიელ ამოკაჩი (“ბრიუგე” – ცსკა მოსკოვი 1:0, 1992 წლის 25 ნოემბერი)
ინტერტოტოს თასი
ერჯუმენტ შაჰინი (“უიმბლდონი” – “ბურსა” 0:4, 1995 წლის 24 ივნისი)
ევროპის ლიგა (ჯგუფური ეტაპი)
ალბერტო საპატერა (“ჯენოა” – “სლავია” პრაღა 2:0, 2009 წლის 17 სექტემბერი)
უეფა-ს ახალგაზრდული ლიგა
სინან ბიუტუკი (“ვიკტორია” პლზენი – “მანჩესტერ სიტი” 1:4, სექტემბერი 17, 2013)
ზრდასრულთა ქალთა ტურნირები
ქალთა ევროპის ჩემპიონატი
ჰელენ იოჰანსონი (ფინეთი – შვედეთი 0:6, აგვისტო 18, 1982)
უეფა-ს ქალთა თასი
გაბრიელა ენაჩე (“კოდრუ” – “ილირია” 9:0, 2001 წლის 14 აგვისტო)
ქალთა ჩემპიონთა ლიგა (ჯგუფური ეტაპი)
კოზმინა დუშა („კლუჟანა“ – „გლენტორანი“ 1:0, 30 სექტემბერი, 2009)
ფუტსალი
ევროპის ფუტსალის ჩემპიონატი
სერგეი უსკოვსკი (სერბეთი – უკრაინა 5:9, 1995 წლის 23 ოქტომბერი)
უეფა-ს ფუტსალის თასი
პედრო მედინა (“პრამენი” – “აქსიონი-21” 3:7, 2001 წლის 8 ოქტომბერი