ქართველი ძიუდოისტები თბილისის გრან-პრიზე დარეგისტრირდნენ
ქართველი ძიუდოისტები თბილისის გრან-პრიზე დარეგისტრირდნენ

30 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით, თბილისის ოლიმპიური სასახლე, ძიუდოში მიმდინარე წლის მესამე გრან პრის უმასპინძლებს. ტურნირზე რეგისტრაცია დიდი ხანია დაწყებულია და აქმადე დარეგისტრირებულ 32 ქვეყნის 236 ძიუდოისტს (144 ვაჟი, 92 ქალი), დღეს 37 ქართველიც შეუერთდა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე, დღეს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაც გამოჩნდა, სადაც ყველა უძლიერესი ქართელი ძიუდოისტია.

მათ შორის არის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილიც, რომელსაც ტრავმის გამო, 2017 წლის სექტემბრის შემდეგ, არცერთ საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობა აღარ მიუღია.

საქართველოს, როგორც ტურნირის მასპინძელ ქვეყანას, თითო წონით კატეგორიაში ოთხი სპორტსმენით ასპარეზობის უფლება აქვს და როგორც ჩანს ვაჟთა შორის შეჟიბრში, ამ კვოტის ბოლომდე გამოყენება წელსაც მოხდება. რაც შეეხება ქალთა ნაკრებს, გია თენაძის გუნდიდან რეგისტრაცია ცხრა ძიუდოისტმა გაიარა.

აქვე გთავაზობთ იმ ქართელი ძიუდოისტების ჩამონათალს, რომლებიც თბილისის გრან პრიზე ამ დროისთვის არიან დარეგისტრირებული:
ვაჟები :
-60 კგ:
ამირან პაპინაშვილი
ლუხუმ ჩხვიმიანი
ამირან დარბაისელი
თეიმურაზ ნოზაძე

-66 კგ:
ვაჟა მარგველაშვილი
ლაშა გიუნაშვილი
თორნიკე ნაგლიაშვილი
ზვიად ხუბულური

-73 კგ:
ლაშა შავდათუაშვილი
ომარ ნიაზაშვილი
ფრიდონ გიგანი
ზვიად კაპანაძე

-81 კგ:
ზებედა რეხვიაშვილი
თამაზ კირაკოზაშვილი
ნუგზარ ტატალაშვილი
კობა მჭედლიშვილი

-90 კგ:
ბექა ღვინიაშვილი
უშანგი მარგიანი
ნიდარ ბერიანი
ავთანდილ ჭრიკიშვილი

-100 კგ:
ვარლამ ლიპარტელიანი
ლაშა ტაველური
იასონ ნემსაძე
ალექსანდრე ზაალიშვილი

+100 კგ:
გურამ თუშიშვილი
ადამ ოქრუაშვილი
ლევან მატიაშვილი
ონისე ბუღაძე

ქალები:

-48 კგ:
ნატალია ყიფშიძე

-52 კგ:
მარიამ ჯანაშვილი

-57 კგ:
ეთერ ლიპარტელიანი
მზია ბებოშვილი

-70 კგ:
მარიამ ჭანტურია
ელისო სისაური

-78 კგ:
ნინო ოძელაშვილი

+78 კგ:
სოფიო სომხიშვილი

აქვე, რა თქმა უნდა აღსანიშნავია, რომ ეს სია საბოლოო არ არის და როგორც წესი ხშირად იცვლება. ნებისმიერი ნაკრების მწვერთნელს, ყველა წონაში დარეგისტრირებული სპორტსმენების ჩანაცვლება შეუძლია. არ შეიძება მხოლოდ სპორტსმენთა რაოდენობის შეცვლა. შესაბამისად საბოლოო არც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაა. ირაკლი ცირეკიძეც და გია თენაძეც საბოლოო შემადგენლობას, როგორც წესი, ტურნირის დაწყებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე დაასახელებნ, თუმცა ცვლილებების შეტანა ამის შემდეგაც შესაძლებელია.