რამდმენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა – ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ „უდინეზესთან“ მატჩში ვერ დაეხმარება.
საქართველოს ნაკრების ლიდერი ტრავმირებულია – მას კუნთის პრობლემა აწუხებს. ხვიჩას იმ პრობლემამ შეახსენა თავი, რომლის გამოც საბერძნეთის ნაკრებთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალის დამატებითი დროში შეცვალეს.
„უდინეზესთან“ გასვლით მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას დანიელი შემტევი ნახევარმცველი, იესპერ ლინდსტრომი შეცვლის, რომელიც ტრავმირებული იყო და, გამოჯანმრთელების მიუხედავად, ბოლო სამი თამაში არ უთამაშია.
„ნაპოლის“ მომდევნო მატჩი შაბათს, 11 მაისსაა დაგეგმილი – სერია A-ს 36-ე ტურში „ნაპოლი“ „სტადიო მარადონაზე“ „ბოლონიას“ უმასპინძლებს. სავარაუდოდ, ხვიჩა ამ მატჩში გუნდს დაეხმარება.