უცნობია, დავრჩები თუ არა კლუბში - კახა ცხადაძის გუნდი აზერბაიჯანის პრემიერლიგიდან გავარდა #1TVSPORT
აზერბაიჯანის ჩემპიონატის 32-ე ტურში კახა ცხადაძის „გაბალამ“ განჯის „კიაპაზს“ უმასპინძლა, 0:1 დამარცხდა და პრემიერლიგიდან ოფიციალურად გავარდა.
სტუმართა ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა მათე კვირკვია, რომელმაც 84 წუთი ითამაშა, ხოლო გიორგი პაპუნაშვილი განაცხადში არ იყო. აუტსაიდერების შეხვედრის მოგებით „გაბალა“ კონკურენტთან სხვაობას შეამცირებდა და ლიგაში დარჩენის თეორიულ შანსს შეინარჩუნებდა. თუმცა, „კიაპაზმა“ უკეთ ითამაშა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – შეხვედრის ბედი მე-7 წუთზე „კიაპაზის“ ბრაზილიელმა ლეგიონერმა, მარტინშმა გადაწყვიტა. კახა ცხადაძის გუნდმა რეალური საგოლე მომენტები შექმნა, მაგრამ შანსებით ვერ ისარგებლა და დამარცხდა.
32 ტურის შემდეგ „გაბალა“ 17 ქულით მე-10 ადგილზე დარჩა და ვეღარ დაეწევა „კიაპაზს“ (34), რომელმაც პრემიერლიგაში ადგილი ოფიციალურად შეინარჩუნა. თუმცა, აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შესაძლოა, ათგუნდიან ლიგაში გუნდების რაოდენობა გაზარდონ და ცხადაძის კლუბმა ახალი სეზონიც პრემიერ ლიგაში დაიწყოს. გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში აზერბაიჯანის ფეხბურთის ასოციაციის აღამსკომი მიიღებს.