უცნაური ამბავი ქობულეთში - თავდამსხმელმა პენალტი არ დაარტყა და ყვითელი მიიღო #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2-ში მე-20 ტურის მატჩები გაიმართა, რომელმაც სატურნირო ცხრილში ცვლილება შეიტანა.
გლდანის საფეხბურთო ცენტრში გამართულ შეხვედრაში „ვიტ ჯორჯია“ დამარცხდა და ბოლო ადგილზე გადაინაცვლა. სამაგიეროდ, „რუსთავმა“ მესამეადგილოსანი თბილისის „მერანი“ 4:0 დაამარცხა და ბოლო ადგილს თავი დააღწია.
შუქურა – მერანი მრ 1 : 2
ტურის ცენტრალური შეხვედრა ქობულეთის „ჩელე არენაზე“ გაიმართა, სადაც მარტვილის „მერანმა“ ლიდერი ქობულეთის „შუქურა“ 1:2 დაამარცხა. მარტვილელები პირველივე ტაიმში პაპუნა ფონიავას (35) და ლაშა ჩალაძის (45+3) გოლებით დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში მასპინძელთა თავდამსხმელმა ზურაბ მუსელიანმა (52) სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.
„შუქურას“ ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი ზუსტად 10 წუთში მიეცა. გუნდმა პენალტის შესრულების უფლება მოიპოვა. შესასრულებლად ლევან ინგოროყვა მივიდა, გამოქანდა და უცებ მსაჯისკენ შემოტრიალდა, მერე კი მოულოდნელად გაჩერდა და არ დაარტყა.
მსაჯმა ინგოროყვას ყვითელი ბარათი აჩვენა და ჩათვალა, რომ ქობულეთელთა თავდამსხმელმა პენალტი ვერ გამოიყენა. მთავარ არბიტრს „შუქურას“ ფეხბურთელების პროტესტის მიუხედავად, გადაწყვეტილება არ შეუცვლია, „მერანამ“ 2:1 მოიგო და მეორე ადგილზე დაწინაურდა. მაგრამ რამ გამოიწვია ფეხბურთელის ასეთი უცნაური საქციელი, ამას ახსნა დასჭირდება.
ტური 20
კვირა, 28 აგვისტო, 2022
გარეჯი – სამტრედია 4 : 0
ვიტ ჯორჯია – სპაერი 1 : 5
რუსთავი – მერანი თბ 4 : 0