„ნაპოლის“ ჩემპიონობას მსოფლიოს გავლენიანი გამოცემები გამოეხმაურნენ. დიეგო არმანდო მარადონას ეპოქის შემდეგ ნეაპოლელებს ტიტულის მოსაპოვებლად 33 წელი დასჭირდათ. სამხრეთ იტალიური კლუბის წარმატება ისეთი მოვლენაა, რომელიც, ანტარქტიდის გარდა, ყველა კონტინენტზე აღნიშნეს.
„ნაპოლის“ დიდი გამარჯვება მსოფლიომ დადებითად შეაფასა.
Guardian – „არასოდეს დანებდე“
„ყოფილმა აუტსაიდერმა „ნაპოლიმ“ ისევ დიდების მწვერვალს მიაღწია“.
Clarin – “ნეაპოლელები სკუდეტოს მოგებას ზეიმობენ“
„სიზმარი, რომელიც პირველად რეალური მარადონას წყალობით გახდა. ახლა ნეაპოლელები მარადონას ხსოვნისადმი მიძღვნილ მესამე სკუდეტოს ზეიმობენ. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს შესაძლებელი სწორედ დიეგოს გამო გახდა“.
L’Equipe – „ნაპოლის“ აღდგომა“
„„ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონობა 33 წლის შემდეგ ისევ მოიპოვა. 1987 – 1990 – 2023“.
BBC – „ლოდინის 33 წელი“
„ნეაპოლელებმა ბოლოს ჩემპიონატი 1990 წელს მოიგეს. ადრე ეს მოახერხა გუნდმა, რომელსაც დიეგო მარადონა ლიდერობდა“.
El Pais – „დამსახურებული გამარჯვება“
„ხმაურიანი და დამსახურებული გამარჯვება. ნეაპოლი ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე ისტორიაში მესამედ მოგებული სკუდეტოთი ჭკუიდან გადავიდა“.
Marca – „ნაპოლიმ“ ისტორიული სკუდეტო მოიპოვა“
„უდინეში ისტორია დაიწერა. მსაჯის საფინალო სასტვენისას ნეაპოლი აფეთქდა და დაიწყო ზეიმი, რომელიც უქმეებამდე გაგრძელდება“.
Diario As – „ნაპოლი“ ჩემპიონია“
„როგორც ადრე, ნეაპოლელებმა სკუდეტო არგენტინის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობას მოაყოლეს. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ეს დიეგოს გარეშე მოხდა“.