უცხოური გამოცემები კრიშტიანო რონალდოს სავარაუდო ტრანსფერზე წერენ
უცხოური გამოცემები კრიშტიანო რონალდოს სავარაუდო ტრანსფერზე წერენ

უცხოურ სპორტულ გამოცემებში ბევრი იწერება კრიშტიანო რონალდოს სავარაუდო ტრანსფერზე. როგორც ჩანს, პორტუგალიელი სუპერ ვარსკვლავი კარიერას „სერია ა“-ს ჩემპიონ „იუვენტუსში“ გააგრძელებს. მიდის საუბარი იმაზეც, რომ პორტუგალიელი იტალიურ კლუბში ხელფასის სახით კვირაში 500,000 ფუნტ სტერლინგს მიიღებს.

„ტუტოსპორტი“ და „მარკა“ წერენ, რომ ფეხბურთელის ტრანსფერი „იუვენტუსს“ ასი მილიონი ფუნტი დაუჯდება.

პორტუგალიური გაზეთი „ა ბოლა“ კი ადასტურებს, რომ რონალდოს ტურინულ კლუბში თამაში სურს – „კრიშტიანო მზადაა დატოვოს მადრიდი და ტურინში წავიდეს.“

„იუვენტუსმა“ „ლივერპულიდან“ ემრე ჩანი დაიმატა და კლუბს სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის შეძენაც სურს. ასევე მიდის საუბრები იმაზე, რომ მაროტა ლონდონური „ჩელსიდან“ ალვარო მორატას დამატებას ითხოვს.