უცხოური გამოცემა - თბილისში გასაოცარი ზეიმი იყო, ამის გამოა ფეხბურთი შეუდარებელი 1TVSPORT
საფეხბურთო გამოცემა Best 5 and 10 საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას გამოეხმაურა, თბილისის სტადიონზე გულშემატკივრების ზეიმს საუკეთესო უწოდა და აღნიშნა, რომ ეს არის ის, რის გამოც ფეხბურთს ვერაფერი შეედრება.
„რა სიხარულია! ეს არის ზეიმი თბილისში მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა თავის ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. დღესასწაულის სურათები, უბრალოდ, გასაოცარია. ამის გამო ფეხბურთს ვერაფერი შეედრება.
ქარტველმა ფეხბურთელებმა საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხეს და დიდი ხნის ოცნება აიხდინეს. ეს იყო ზეიმი მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – ვკითხულობთ საფეხბურთო ბლოგში.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში მოხვდა, სადაც თურეთის (18 ივნისს), ჩეხეთისა (22 ივნის) და პორტუგალიის (26 ივნისს) ნაკრებებს ეთამაშება.