უცხოელმა მწვრთნელებმა რუსული პრემიერლიგის დატოვება დაიწყეს #1TVSPORT
გერმანელი სპეციალისტი მარკუს გიზდოლი „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წავიდა.
თავდაპირველად დაიწერა, რომ გიზდოლი რუსული კლუბის ხელმძღვანელობამ დაითხოვა, თუმცა შემდეგ დაიწერა, რომ გერმანელმა გაფრთხილების გარეშე დატოვა „ლოკომოტივი“. მისი აგენტის ცნობით, 52 წლის სპეციალისტი გერმანიაში გაემგზავრა და აღარ აპირებს უკან დაბრუნებას.
მარკუს გიზდოლი 2021 წლის ოქტომბრიდან ავარჯიშებდა „ლოკომოტივს“. მოსკოვური კლუბი რუსეთის პრემიერლიგის ცხრილში 28 ქულით მეშვიდე ადგილზეა.
პარალელურად, მოსკოვის „დინამო“ დატოვა უკრაინელმა მწვრთნელმა ანდრეი ვორონინმა. მასთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების შედეგად გაწყვიტეს.
ვორონინი 2020 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა მთავარი მწვრთნელის სანდრო შვარცის ასისტენტად.
უკრაინელმა თან წაიყვანა უფროსი ვაჟი, რომელიც „დინამოს“ აკადემიაში ვარჯიშობდა. ისინი გერმანიაში გაემგზავრნენ, სადაც მათი ოჯახი ცხოვრობს.