უბილავა „სამტრედიაში“ ითამაშებს - „ლოკომოტივი“ ცხრა ფეხბურთელმა დატოვა #1TVSPORT
დავით უბილავამ თბილისის „ლოკომოტივი“ დატოვა და კარიერას „სამტრედიაში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას იმერული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„დავით უბილავა „სამტრედიის“ ფეხბურთელია. 28 წლის მცველს ეროვნულ ლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, ის „ლოკომოტივისა“ და „საბურთალოს“ მაისურით თამაშობდა“, – წერია კლუბის განცხადებაში.
დავით უბილავა მეორე მოთამაშეა რევაზ ინჯგიას შემდეგ, რომლის ტრანსფერიც „სამტრედიამ“ დაადასტურა. თბილისის „ლოკომოტივი“ კი უბილავასთან ერთად კიდევ რვა ფეხბურთელმა დატოვა – თორნიკე ძებნიაურმა, შოთა შეყილაძემ, გეგა დიასამიძემ, გიორგი იაკობიძემ, ნოდარ იაშვილმა, კახა კახაბრიშვილმა, ბიძინა მახარობლიძემ და ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა.
ჯერჯერობით ცნობილი ისაა, რომ „ლოკომოტივთან“ კონტრაქტი გუნდის კაპიტანმა, გიორგი გაბაძემ გაახანგრძლივა. მან კლუბთან ხელშეკრულება ერთი წლით გააფორმა.