ნორვეგიელი ვიბეკე სკოფტერუდი, რომელიც 2010 წელს კანადის ქალაქ ვანკუვერში გამართული ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი იყო, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, იუწყება „ბი-ბი-სი“ (BBC).
სკოფტერუდის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ შაბათს გავრცელდა, დღეს კი მისი ცხედარი ნორვეგიის სამხრეთით, წმინდა ელენეს კუნძულის მახლობლად იპოვეს.
სპორტსმენის სიკვდილის ზუსტი მიზეზი მოგვიანებით გაირკვევა, თუმცა ამ მომენტისთვის უკვე ცნობილია, რომ ადგილი ჰქონდა წყლის სკუტერთან დაკავშირებულ ინციდენტს.
ვიბეკე სკოფტერუდი 38 წლის იყო და სპორტიდან 2015 წელს წავიდა.